გთხოვთ ფრენის დაწყებამდე გაეცნოთ საქართველოში მოქმედ შესაბამის უსაფრთხოების წესებს.
მარკირება უნდა განთავსდეს ხომალდის კონსტრუქციის გარე ზედაპირზე ადვილად შესამჩნევ ადგილას.
ხალხის თავშეყრის ადგილის თავზე და მის სიახლოვეს ექსპლუატაცია ნებადართულია მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაციის ან სერტიფიკატის ფარგლებში.
ექსპლუატაცია ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებში ნებადართულია მხოლოდ ავტორიზაციის ფარგლებში. აღნიშნული არეების სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ მისამართზე airspace.gov.ge
უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის კატეგორიებია: ღია, სპეციფიკური და სერტიფიცირებული. დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს GCAA web page .
“უახლოვეს მომავალში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Android & iOS სისტემაზე სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია.
ექსპლუატაციის დაწყებამდე აუცილებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემაზე განთავსდეს მარკირება, რომელიც მოიცავს მომხმარებლის რეგისტრაციის ნომერს.
მარკირება უნდა განთვასდეს ხომალდის კონსტრუქციის გარე ზედაპირზე ადვილად შესამჩნევ ადგილას.
მარკირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მომხმარებლის რეგისტრაციის ნომრის ადვილად მოცილება, დაზიანება ან წაშლა.